
კლიჩკო – კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაშავდა
29/12/2022 08:27:37 მსოფლიო
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი დაშავდა.
"მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს დაზიანებული სახლის ნანგრევებიდან", – წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ცნობისთვის: დღეს დილიდან რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან ფრთოსანი რაკეტებით სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან ბომბავს.