
რუსეთის შეტევამ ბახმუტზე თავის კულმინაციას მიაღწია - ISW
29/12/2022 06:51:01 ევროპა
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დონეცკის რეგიონის ბახმუტზე რუსეთის შეტევამ პიკურ წერტილს მიაღწია.
ანალიტიკოსები კულმინაციას განმარტავენ აშშ-ის სამხედრო დოქტრინიდან: "წერტილი, როდესაც შეიარაღებულ ძალებს აღარ შეუძლიათ გააგრძელონ მოქმედების ფორმა, შეტევითი ან თავდაცვითი" და „მომენტი, როდესაც შეიარაღებული ძალები ვეღარ აგრძელებენ შეტევას და უნდა დაიკავონ თავდაცვითი პოზიციები ან აიღონ ოპერატიული პაუზა“.
„თუ რუსულმა ძალებმა ბახმუტში ნამდვილად მიაღწიეს კულმინაციას, მათ მაინც შეუძლიათ გააგრძელონ აგრესიული შეტევები. რუსეთის კულმინაციურმა ძალებმა შესაძლოა, გააგრძელონ ბახმუტზე რაზმის მეთაურობით არაეფექტური შეტევების განხორციელება, თუმცა ამ თავდასხმებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი ოპერატიული წარმატება მოჰყვეს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
იმის ნიშნად, რომ ამ მხარეში მყოფმა რუსულმა ჯარებმა შესაძლოა, მიაღწიეს თავიანთი შესაძლებლობების პიკს, ინსტიტუტი ასახელებს უკრაინის დაზვერვის უფროსის კირილ ბუდანოვის ბახმუტში ვიზიტს. ის უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში 28 დეკემბერს ჩავიდა. მანამდე, 20 დეკემბერს ბახმუტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია.
ბახმუტის მიმართულება ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ ადრე განაცხადა, რომ ბახმუტის ინფრასტრუქტურა 60%-ით განადგურდა. მისი თქმით, რუსული ჯარები ამ მიმართულებით დიდ ზარალს განიცდიან, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი არ წყვეტენ შეტევას.