Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15 დასახლებულ პუნქტთან

29/12/2022 06:17:34 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 30 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის და ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა ხარკოვის ოლქის ენერგოობიეტქებზე იერიში მიიტანა 13 ირანული უპილოტო საფრენი აპარატით(Shahed), საიდანაც 11 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე დონეცკის ოლქში განაგრძობს შეტევებს ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით და ლიმანთან ცდილობს ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 11 და ლუგანსკის ოლქის 4 დასახლებულ პუნქტთან. მოწინააღმდეგემ ტანკებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩერნიგოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის ოლქების დასახლებული პუნქტები.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში შეიარაღებული ძალების ავაიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 4 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 5 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის თავმოყრის 3 რაიონი და საბრძოლო მასალების საწყობი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S