უკრაინის გენშტაბი - ბოლო 24 საათში 11 ირანული "დრონი" ჩამოვაგდეთ
29/12/2022 06:07:51 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის ენერგოობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 13 ირანული "დრონი", საიდანაც 11 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
წუხელ გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის გარდა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს დენეპროპეტროვსკის და ნიკოლაევის ოლქებსაც.


