Accentnews.ge
ზელენსკი: "ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ ოკუპანტისაგან უკრაინის 1800-ზე მეტი დასახლება"

ზელენსკი: "ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ ოკუპანტისაგან უკრაინის 1800-ზე მეტი დასახლება"

28/12/2022 17:45:46 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში 1800-ზე მეტი დასახლება უკვე გათავისუფლებულია რუსი ოკუპანტებისგან. ამის შესახებ მან ქვეყნის პარლამენტში სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, ვინც ეხმარება უკრაინელებს ბრძოლის ველზე რუსული ტირანიის დაძლევაში.

"ჩვენ უკვე მოვახერხეთ ოკუპანტისაგან უკრაინის 1800-ზე მეტი ქალაქისა და სოფლის გათავისუფლება", -აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, შეუძლებელი ჩანდა რომ უკრაინას "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემები ექნებოდა.

"მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ეს არის განსაკუთრებული ნდობის ნიშანი უკრაინის მიმართ, ეს არის ნამდვილი ალიანსი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამას მივაღწიეთ", - განაცხადა ზელესნკიმ.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთს აღარ ეშინია რუსეთის ფედერაციის და უკრაინა გახდა თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S