Accentnews.ge
ზელენსკი: "რუსეთის აღარავის ეშინია და არც არასოდეს შეეშინდება"

ზელენსკი: "რუსეთის აღარავის ეშინია და არც არასოდეს შეეშინდება"

28/12/2022 16:34:13 მსოფლიო

ომის ათი თვის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა ევროკავშირის გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "რუსეთის აღარავის ეშინია და არც არასოდეს შეეშინდება".

"სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია. დასავლეთში რუსეთის აღარავის ეშინია და არც არასოდეს შეეშინდება. ახლა ევროპა თავს იცავს. ევროპა ძლევს კრიზისებს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჩვენი კონტინენტის გასატეხად უზარმაზარი რესურსი ჩადო. ყველაფერი, რასაც რუსეთი ცდილობდა ევროპის წინააღმდეგ, არ გამოუვიდა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მას საკუთარი ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დაეხმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S