Accentnews.ge
სერბეთის მიერ გზის ბლოკირების შემდეგ კოსოვომ ყველაზე მსხვილი გამშვები პუნქტი გადაკეტა

სერბეთის მიერ გზის ბლოკირების შემდეგ კოსოვომ ყველაზე მსხვილი გამშვები პუნქტი გადაკეტა

28/12/2022 15:04:56 მსოფლიო

კოსოვომ სერბეთთან მოქმედი ყველაზე მსხვილი გამშვები პუნქტი "მერდარე" გადაკეტა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა გამშვები პუნქტის სერბეთის მხარეს ბარიკადები აღმართეს.

ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სერბია, დაძაბულობაა ნოემბრიდან, როცა ასობით ეთნიკურმა სერბმა პოლიციელმა, მოსამართლემ და პროკურორმა დატოვა სამსახურები, პრიშტინის გადაწყვეტილების გამო, კოსოვოში აეკრძალა ავტომანქანების სერბული სანომრე ნიშნები.

პრიშტინამ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც სამსახურების მასობრივმა დატოვებამ კოსოვოში უსაფრთხოების ვაკუუმი გამოიწვია.

"მერდარე" კოსოვოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ტვირთების გადასაზიდად. 26 დეკემბერს კოსოვოს მხარეს ეთნიკურმა სერბებმა კიდევ ორი პუნქტი გადაკეტეს. ამჟამად კოსოვოსა და სერბეთს შორის ღია რჩება მხოლოდ სამი გამშვები პუნქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S