რუსმა სამხედრომ საკუთარი ხელმძღვანელი მოკლა
28/12/2022 13:11:41 მსოფლიო
რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში უკრაინაში საომრად გაწვულმა პირმა საკუთარი ხელმძღვანელი მოკლა.
როგორც იუწყებიან, შემთხვევა ჩელიაბინსკის რეგიონში მოხდა, სამხედრო ეშელონის ვაგონში.
თავდასხმის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
იუწყებიან, რომ უფროსი სერჟანტი დააკავეს და მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მობილიზაციის ფარგლებში გაწვეულთა შორის იყო მოკლული კაპიტანიც.


