Accentnews.ge
პუტინის პარტიამ საკუთარ დეპუტატებს დაავალა, ფუფუნების ამსახველი კადრები არ გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელებში

პუტინის პარტიამ საკუთარ დეპუტატებს დაავალა, ფუფუნების ამსახველი კადრები არ გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელებში

28/12/2022 12:55:37 მსოფლიო

რუსეთის მმართველმა პარტიამ „ედინაია როსიამ“ საკუთარი დეპუტატებისთვის საჯარო პოზიციონირების კოდექსი შეიმუშავა,– იუწყებიან РБК–ს ჟურნალისტები, რომლებიც შესაბამის დოკუმენტს გაეცნენ.

11–პუნქტიანი კოდექსი მოუწოდებს რუს დეპუტატებს, არ დაწერონ სოციალურ ქსელებში „არაადეკვატურ მდგომარეობაში“, გააკონტროლონ ემოციები, არ გამოიყენონ უხამსი ლექსიკა და ჟარგონი, არ განათავსონ ფუფუნების საგნების, რესტორნებისა და ეგზოტიკური მოგზაურობის ამსახველი ფოტოები. პარტიის წევრებს ასევე ურჩევენ, არ იჩქარონ სოციალურ ქსელებში გამოხმაურება და არ გააკეთონ კომენტარი საერთაშორისო დღის წესრიგზე და სხვა ქვეყნებში არსებულ კონფლიქტებზე წინასწარი მითითებების გარეშე და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის გამოქვეყნებამდე.

კოდექსში არის პუნქტი „ასე ნუ იქცევი!“, სადაც დეპუტატების წარუმატებელი „პოსტებია“ მოცემული. მაგალითად, რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატის ბიისულთან ხამზაევის „პოსტი“, რომელიც მან 2022 წლის იანვარში ყაზახეთში საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს გამოაქვეყნა და მოქალაქეებს შესთავაზა ამ ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება "ისტორიულ სამშობლოსთან - რუსეთთან გაერთიანების შესახებ". მოგვიანებით, მათ შორის, ამ „პოსტზე გაამახვილა ყურადღება ყაზახეთის პრეზიდენტმა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვვედრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S