Accentnews.ge
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის ოჯახის მანქანა დააზიანეს

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის ოჯახის მანქანა დააზიანეს

28/12/2022 11:08:17 საზოგადოება

წუხელ, სავარაუდოდ, გვიან ღამით, დააზიანეს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის, თეოლოგ მალხაზ სონღულაშვილის შვილის ავტომანქანა. მანქანის მინა აგურითაა ჩამსხვრეული. შემთხვევა სოფელ დიღომში მოხდა.

"ნამდვილად ვერაფერს ვერ ვუკავშირებ, უბრალოდ მავნებლობაა. მოხდა, სავარაუდოდ, ღამე. ორი ღამეა ეს მანქანა ჭიშკართან იდგა და არ გაგვიყვანია არსად. დილით ძაღლებისთვის საკვების მოსატანად უნდა გავსულიყავით და დაგვხვდა ეს სურათი. პოლიციაში მივიდა ჩემი შვილი, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარება უთხრეს", -განუცხადა "რადიო თავისუფლებას" მალხაზ სონღულაშვილის ცოლმა ალა ქავთარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S