რუსულმა ძალებმა ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკზე იერიში მიიტანეს
28/12/2022 08:20:19 მსოფლიო
დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ამის შესახებ ინფორამციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ავრცელებს. სარაკეტო დარტყმის შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ქალაქის და ოლქის მცხოვრებთ თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, „გრადით“ და მძიმე არტილერიით იერიშის შედეგად დაზიანებულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი, მაღაზიები, გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.


