Accentnews.ge
სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 2000-მდე ქალი მიმართავს

სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 2000-მდე ქალი მიმართავს

28/12/2022 08:00:20 პოლიტიკა, საზოგადოება

ქალები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენდირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

პეტიციას, რომელიც პრეზიდენტისადმი აღნიშნული მოთხოვნით შეიქმნა, ხელს 2000 ქალი აწერს. პეტიციის ხელმომწერები სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად:

„აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება – მიხეილ სააკაშვილის გასანთავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად. არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა. სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ. მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – დამოუკიდებელი, პროდასავლური საქართველოს იდეისთვის, სადაც არავინ შეიძლება დევნონ, აწამონ და მოკლან ვლადიმირ პუტინის სცენარის მიხედვით. მოგიწოდებთ, შეასრულეთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური, ისტორიული და ადამიანური ვალდებულება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S