Accentnews.ge
გიული ალასანია: "ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს, 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი არცერთი დღე არ შეწყვეტილა"

გიული ალასანია: "ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს, 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი არცერთი დღე არ შეწყვეტილა"

28/12/2022 07:57:50 პოლიტიკა, საზოგადოება

"ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს. 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი არცერთი დღე არ შეწყვეტილა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანია ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის გამოკითხვა.

„დეტალები არ ვიცი, რამდენად მისცემენ შესაძლებლობას სასამართლო პროცესზე ჩაერთოს და სიტყვით წარსდგეს. ტენდენციაა პროცესის გაჭიანურებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის გამოკითხვა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქიატრის, ერიკ დევიდ გოლდსმიტის დაკითხვა, ამ ადამიანის დაკითხვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს, 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი არცერთი დღე არ შეწყვეტილა“, -აცხადებს ალასანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S