Accentnews.ge
თბილისის მერის წლიურ ანგარიშს საკრებულოში პროტესტის ფონზე უსმენენ

თბილისის მერის წლიურ ანგარიშს საკრებულოში პროტესტის ფონზე უსმენენ

28/12/2022 07:34:52 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლიური ანგარიშს წარადგენს, ხმაური იყო.

სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს" მიიტანეს, რომელიც გაშლიდან რამდენიმე წამში ჩამოახსნევინეს დაცვის თანამშრომლებმა.

მერის ანგარიშის პარალელურად, აქცია საკრებულოს შენობასთანაც გაიმართა. აქტივისტებს ბანერებზე სხვადასხვა სლოგანი ეწერათ იმ პრობლემების ჩამონათვალით, რაც მათი აზრით, თბილისსს აქვს.

ქალაქის მერმა კახა კალაძემ ანგარიშის წარდგენამდე საკრებულოს დეპუტატებს სთხოვა, წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი "ვაკის პარკის" ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში დაღუპული 13 წლის მოზარდის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნისთვის.

საკრებულოში კალაძის ანგარიშის წარდგენის გარდა, დღესვე დაგეგმილია თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S