Accentnews.ge
ცნობილი დისიდენტი ვლადიმირ ბუკოვსკი გარდაიცვალა

ცნობილი დისიდენტი ვლადიმირ ბუკოვსკი გარდაიცვალა

28/10/2019 08:43:30 სხვა, მსოფლიო

ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ვლადიმირ ბუკოვსკი დიდ ბირტანეთში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ბუკოვსკის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. 

ბუკოვსკი ცნობილი იყო თავისი პუბლიცისტური, ასევე უფლებადაცვითი საქმიანობით.

კომუნისტური იდეოლოგიის აქტიურმა მოწინააღმდეგემ და კრიტიკოსმა ვლადიმირ ბუკოვსკიმ საბჭოთა კავშირის საპატიმროებში, კოლონიებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, საერთი ჯამში, დაახლოებით 12 წელი გაატარა.

1976 წელს, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ვლადიმირ ბუკოვსკი ჩილეს კომპარტიის ლიდერში, ლუის კორვალანში გაცვალა.

საბჭოთა კავშირის დატოვების შემდეგ, ბუკოვსკიმ კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა ნეიროფიზიოლოგის სპეციალობით. ვლადიმირ ბუკოვსკი მოსკოვში პირველად 1991 წელს, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მიწვევით დაბრუნდა.

2007 წელს, რუსეთის დემოკრატიულმა ოპოზიციამ ვლადიმირ ბუკოვსკი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა, კანდიდატის ოფიციალურად დარეგისტრირება ვერ შეძლო, რადგან ვლადიმირ ბუკოვსკი ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში არ ცხოვრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S