მედია – რუსულმა ძალებმა ხერსონის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს
28/12/2022 06:20:09 მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, – იუწყება უკრაინული მედია.
მისი ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილო ტიმოშენკო აცხადებს, რომ საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფება.
"ხერსონი. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სამშობიარო განყოფილებას, დაბომბეს ადგილი, სადაც დღეს ორი ბავშვი დაიბადა.შეტევამდე ექიმებმა საკეისრო კვეთის გაკეთება მოახერხეს. მშობიარობის შემდეგ დაწესებულებაში ხუთი ქალი იმყოფება", - წერს ტიმოშენკო სოციალურ ქსელში.


