Accentnews.ge
რუსეთი კრძალავს ნავთობის ექსპორტს ქვეყნებში, სადაც ზღვრული ფასია დაწესებული

რუსეთი კრძალავს ნავთობის ექსპორტს ქვეყნებში, სადაც ზღვრული ფასია დაწესებული

27/12/2022 18:19:18 მსოფლიო

კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ნავთობის მიწოდება ქვეყნებისთვის, თუ კონტრაქტებში პირდაპირ ან ირიბად არის ფიქსირებული მაქსიმალური ფასი. ეს ერთგვარი პასუხია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, დაეწესებინა ჭერი რუსული ნავთობის ფასზე.

ნავთობის მიწოდების აკრძალვა ამოქმედდება 2023 წლის 1 თებერვლიდან და იმოქმედებს მომდევნო წლის 1 ივლისამდე. ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვის თარიღს მთავრობა დაადგენს.

დეკემბრის დასაწყისში G7-ის ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ დაამტკიცეს რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარის ნიშნულზე.

რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ნავთობს არ მიჰყიდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ შეზღუდვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S