Accentnews.ge
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში 2022 წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დასახელდა

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში 2022 წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დასახელდა

27/12/2022 18:14:50 საზოგადოება

სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში 2022 წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დასახელდა. მას ჯილდო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალიკოვიჩმა გადასცა.

დაჯილდოვებაზე დათუნაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო იბრძოლებს.

ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გარხდა ევროპის ჩემპიონი. თუმცა კარიერის სერბეთში გაეგრძელების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა.

გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S