Accentnews.ge
სააკაშვილთან მისი შვილი არ შეუშვეს

სააკაშვილთან მისი შვილი არ შეუშვეს

27/12/2022 14:44:52 საზოგადოება

საქართველოს პატიმრობაში მყოფ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დღეს მისი ვაჟი – ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს. მიზეზი უცნობია.

მესამე პრეზიდენტის პალატა უკვე დატოვა პაციენტის დედამ – გიული ალასანიამ. მას პენიტენციურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შვილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეუშვეს. რა იგულისხმება უსაფრთხოებაში, ეს მესამე პრეზიდენტის ოჯახისთვის გაურკვეველია:

"გამკაცრებულია წესები ვირუსების თუ რაღაცის გამო, მაგრამ ედუარდის შემთხვევაში არ ვიცი...ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს"– თქვა გიული ალასანიამ

მანამდე ენმ–ის წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა.

„ჩატარდა ჩხრეკა, შედგა ოქმი. მთხოვა, მედიის მეცნობებინა, რომ მოხდა აღწერა ოთახის. უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით არავის გვაქვს პრეტენზია, მაგრამ რას ემსახურება პერიოდის ამ მონაკვეთში მიღებული ზომების გამკაცრება, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი“,– თქვა ხერხეულიძემ.

პენიტენციურ სამსახურს ჯერ განმარტება არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S