ამერიკელი გენერალი: "მშვიდობიანი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის შეუძლებელია"
27/12/2022 10:05:36 მსოფლიო
აშშ-ს სახმელეთოს ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის მარკ ჰერტლინგის განცხადებით, მშვიდობიანი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის შეუძლებელია.
"შობის ღამეს პუტინი ამბობს, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის. რუს სამხედროებთან და თავდაცვის სამინისტროსთან "მოლაპარაკების" შემდეგ, გაკვეთილი ვისწავლე: რუსი ოფიციალური პირები წვრილმანებზეც კი არ თანხმდებიან... არ მოითხოვენ. ან იტყუებიან, ან უარს ამბობენ თანხმობაზე", - განაცხადა აშშ-ს სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს. პუტინის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი უკვე გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკება და ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.


