Accentnews.ge
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს

27/12/2022 09:22:45 საზოგადოება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს.

რექტორობაზე განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს – ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 2ლის 20 ოქტომბერს დაინიშნა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ის 6 თვის ვადით დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად და უფლებამოსილების ვადებში უნდა დაენიშნა ახალი რექტორის არჩევნები.მან კონკურსი დანიშვნიდან 2 თვეში გამოაცხადა.

თსუ-ის რექტორის თანამდებობა ვაკანტური 2022 წლის 7 ოქტომბერს გახდა, როცა არჩეულმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საზოგადოებას გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ მოულოდნელად აცნობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S