მასკი – მედვედევის პროგნოზებზე: „საოცარი უცოდინრობა“
27/12/2022 08:14:40 მსოფლიო
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი მედვედევის „ფუტურისტულ პროგნოზებს“ უწოდა „ყველაზე აბსურდული“, რაც კი ოდესმე სმენია.
"ეს არის ყველაზე აბსურდული პროგნოზი, რაც კი ოდესმე მომისმენია",– დაწერა მასკმა „ტვიტერზე“.
მან აღნიშნა, რომ ამავდროულად, რუსი ოფიციალური პირის პროგნოზები "გამოხატავს გასაოცარ უცოდინრობას ხელოვნური ინტელექტისა და მდგრადი ენერგიის პროგრესის შესახებ".
წინა დღეს მედვედევმა 2023 წლისთვის რიგი პროგნოზები გაკეთა. კერძოდ, მან თქვა, რომ ხედავს მასკის მომავალს შეერთებული შტატების პრეზიდენტად და პროგნოზირებს ევროკავშირის დაშლას.


