Accentnews.ge
კრემლი რუსეთის მოქალაქეებს აშშ–ში ვიზიტთან დაკავშირებით აფრთხილებს

კრემლი რუსეთის მოქალაქეებს აშშ–ში ვიზიტთან დაკავშირებით აფრთხილებს

28/10/2019 05:56:29 სხვა, მსოფლიო

რუსეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვი რუსეთის მოქალაქეებს ამერიკაში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

ამასთან, ელჩი ამბობს, რომ აშშ-ში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტი „ამერიკულ ციხეებში მყოფი 100 რუსის დაცვაა“.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა თანამდებობა უჭირავს რუსეთის ამა თუ იმ მოქალაქეს. ჩვენთვის ყველა მათგანი თანამოქალაქეა და ჩვენი ამოცანაა, მათი სწრაფი გათავისუფლება ვუზრუნველვყოთ,“ - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული მარია ბუტინა ფლორიდის ციხიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე დღის წინ მისი რუსეთში დეპორტაცია განხორციელდა. მსჯავრდებულმა ბრალი აღიარა. 

არსებული ინფორმაციით, ბუტინა აშშ-ის იარაღის ეროვნულ ასოციაციაში შეღწევასა და ამერიკულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S