Accentnews.ge
იაპონიაში ორ თვეში მეოთხე მინისტრმა დატოვა თანამდებობა

იაპონიაში ორ თვეში მეოთხე მინისტრმა დატოვა თანამდებობა

27/12/2022 07:17:54 მსოფლიო

იაპონიის რეკონსტრუქციის მინისტრმა კენია აკიბამ თანამდებობა დატოვა ფინანსური გადაცდომის გამო აგორებული სკანდალის ფონზე,– იუწყება NHK.

"მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - განუცხადა მან ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც იუწყებიან, 2021 წლის ოქტომბრის ქვედა პალატის არჩევნებამდე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კენია აკიბამ თავის მდივნებს გადაუხადა დაახლოებით 200,000 იენი (1,400 აშშ დოლარი), რაც არღვევდა საარჩევნო კანონს.

მინისტრი ასევე ეჭვმიტანილია, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედი ფონდებით მან 2011 წლიდან 2020 წლამდე მეუღლესა და დედას ოფისის ქირისთვის 14 მილიონი იენი (დაახლოებით 105 000 აშშ დოლარი) გადაუხადა, მაგრამ ეს შემოსავლები არ იყო დეკლარირებული.

ფუმიო კიშიდას მთავრობაში ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე ოთხმა მინისტრმა დატოვა თანამდებობა. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერის დონე იკლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S