
თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს
27/12/2022 07:05:40 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები იმართება. არჩევნებში ისევ ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს და ის მოქმედი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშიაა.
არჩევნების შედეგები 12 საათზე გახდება ცნობილი. არჩევის შემთხვევაში ჯაბა სამუშიას უნივერსიტეტს 4 წელი უხელმძღვანელებს. ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის 20 ოქტომბერს დაინიშნა.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იგი 6 თვის ვადით დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად და უფლებამოსილების ვადებში უნდა დაენიშნა ახალი რექტორის არჩევნები. როგორც აღმოჩნდა კონკურსი დანიშვნიდან 2 თვეში გამოაცხადა. რექტორის პოზიციაზე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 16 დეკემბრის 10:00 საათზე და დასრულდა 21 დეკემბრის 18:00 საათზე. ერთადერთ რეგისტრირებული კანდიდატი ჯაბა სამუშიაა.
თსუ-ის რექტორის თანამდებობა ვაკანტური 2022 წლის 7 ოქტომბერს გახდა, როცა არჩეულმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საზოგადოებას გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ მოულოდნელად აცნობა.