რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავების მწარმოებელი ქარხნის დირექტორი მოულოდნელად გარდაიცვალა
27/12/2022 06:48:14 მსოფლიო
ტოპ-მენეჯერების უცნაური გარდაცვალებების ტალღამ, რომელიც რუსეთში უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსაც მიაღწია. მოულოდნელად გარდაიცვალა ამჯერად 67 წლის ალექსანდრე ბუზაკოვი, რომელიც რუსეთში უმსხვილეს და უძველეს გემთმშენებელ საწარმოს - «Адмиралтейские верфи»-ს მართავდა, - იუწყება "The Moscow Times".
როგორც საწარმოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბუზაკოვის სიცოცხლე "მოულოდნელად და ტრაგიკულად შეწყდა". მისი გარდაცვალების გარემოებები არ კონკრეტდება.
სწორედ ამ საწარმოს მიერაა გამოშვებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავების უმრავლესობა.
გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ბუზაკოვი წყალში ახალი სუბმარინის - "Великие Луки"-ს ჩაშვების ცერემონიას ესწრებოდა.


