Accentnews.ge
სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

27/12/2022 06:32:52 მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კოსოვოსთან საზღვარზე დაძაბულობის გამო შეიარაღებულ ძალებსა და შსს-ს ქვედანაყოფებში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.

"პრეზიდენტის ბრძანებით, არმია გადადის მოქმედების ყველაზე მაღალ დონეზე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და ქვეყნის ყველა მოქალაქის დასაცავად და სერბების წინააღმდეგ ტერორის აღსაკვეთად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. პანიკის მიზეზი არ არსებობს, თუმცა არის შეშფოთების საფუძველი. როგორც ჩანს, სერბეთი ერთადერთია, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკური შეთანხმებით, მეორე მხარე კი, მუდმივად დგამს ცალმხრივ ნაბიჯებს ესკალაციისკენ", - განაცხადა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა.

სიტუაციის ესკალაციაში სერბეთს ადანაშაულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ხელისუფლება. სერბული მედიის ცნობით, საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა კოსოვოს არმიაშიც.

ბელგრადსა და პრიშტინას შორის კონფლიქტი გამწვავდა 2022 წლის ივლისიდან, როცა კოსოვომ კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბებს მოსთხოვა ავტომანქანების სერბული სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვლა. პროტესტის ნიშნად სერბებმა ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც კოსოვომ ახალი წესების ამოქმედება გადადო. დეკემბრის შუა რიცხვებიდან კოსოვოს ჩრდილოეთში ვითარება კვლავ დაიძაბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S