Accentnews.ge
რუს სამხედროს, რომელმაც უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა აღიარა, რუსეთში საქმე აღუძრეს

რუს სამხედროს, რომელმაც უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა აღიარა, რუსეთში საქმე აღუძრეს

27/12/2022 06:28:56 მსოფლიო

რუს სამხედროს, რომელმაც უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა აღიარა, რუსეთში საქმე სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს მუხლით, "რუსული არმიის შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ ეგოისტური მოტივით",– იუწყება "ОВД-Инфо ".

ამ საქმეში მონაწილე რუსმა ჯარისკაცმა დანიილ ფროკინმა "Важные истории"–ს ჟურნალისტებთან აღიარა, რომ მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს მონაწილეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში, შესაბამისად, აღიარა სამხედრო დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აღიარებს „სამოქალაქო პირების სიკვდილით დასჯას, მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვას, მათთვის ტელეფონების ჩამორთმევას“ და ა.შ.

საქმის აღძვრის შემდეგ ჟურნალისტები მას დაუკავშირდნენ, თუმცა სამხედრომ საუბარი არ ისურვა.

მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული უკრაინაშიც, სადაც მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S