Accentnews.ge
ლავროვი: "აშშ-დან პუტინს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან"

ლავროვი: "აშშ-დან პუტინს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან"

27/12/2022 06:15:22 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფიზიკურად განადგურების მუქარად აფასებს აშშ-ის ანონიმი ოფიციალური პირების განცხადებებს, რომლის თანახმად, "კრემლზე თავის მომკვეთი დარტყმა“ უნდა განხორციელდეს.

„ყველაზე შორს ვაშინგტონში წავიდნენ. იქ ვიღაც ანონიმი ოფიციალური პირები პენტაგონიდან ფაქტობრივად, დაიმუქრნენ კრემლზე თავის მომკვეთი დარტყმით. არსებითად, საუბარია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკურად მოშორების საფრთხეზე“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს ინფორმაციას, რომელსაც მისი ეს განცხადება ეფუძნება და ამბობს, რომ "თუ ვინმეს მსგავსი იდეები მართლაც აქვს, შედეგებზე კარგად უნდა დაფიქრდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S