
ლავროვი უკრაინას ულტიმატუმს უყენებს
27/12/2022 05:59:16 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ რეგიონთან [ლუგანსკი, დონეცკი, ზაპორიჟიე და ხერსონი] დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს.
მისი თქმით, კიევმა უნდა შეასრულოს მოსკოვის შეთავაზებები "ახალ ტერიტორიებთან" დაკავშირებით, "წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს რუსი სამხედროები გადაწყვეტენ".
„ჩვენი წინადადებები რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, იმ საფრთხის აღმოფხვრა, რომელიც იქიდან, მათ შორის ჩვენი ახალი მიწებიდან, რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება, კარგად არის ცნობილი მტრისთვის. საქმე მარტივია: შეასრულეთ ისინი თქვენივე სასიკეთოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს“, - განაცხადა ლავროვმა.
რაც შეეხება კონფლიქტის ხანგრძლივობას, ლავროვის მტკიცებით, "ბურთი რეჟიმისა და მის უკან მდგომი ვაშინგტონის მხარესაა და მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩერონ უაზრო წინააღმდეგობა".