
ზელენსკი: "დონბასში არსებული მდგომარეობა მწვავეა"
27/12/2022 05:54:26 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში არსებული მდგომარეობა მწვავეა და მაქსიმალურ ძალასა და კონცენტრაციას მოითხოვს.
„ბახმუტში, კრემინასა და დონბასის სხვა ტერიტორიებზე მდგომარეობა მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია იმისათვის, რომ ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ“, - აცხადებს ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ცდილობენ განდევნონ ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიიდან.