Accentnews.ge
ინდოეთის მთავრობა: "მოდიმ ზელენსკის განუცხადა, რომ როგორც რუსეთი, ისე უკრაინა, ომის დასასრულებლად დიპლომატიას უნდა დაუბრუნდნენ"

ინდოეთის მთავრობა: "მოდიმ ზელენსკის განუცხადა, რომ როგორც რუსეთი, ისე უკრაინა, ომის დასასრულებლად დიპლომატიას უნდა დაუბრუნდნენ"

26/12/2022 16:56:14 მსოფლიო

ინდოეთს პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ორივე მხარე, როგორც რუსეთი, ისე უკრაინა, ომის დასასრულებლად დიალოგსა და დიპლომატიას უნდა დაუბრუნდნენ.

ინდოეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნარენდრა მოდიმ გამოხატა ინდოეთის მხარდაჭერა ნებისმიერი სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ.

გარდა ამისა, ინდოეთის მთავრობა აცხადებს, რომ ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S