უკრაინის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
26/12/2022 16:30:37 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ზელენსკის თქმით, მან ინდოეთის ლიდერს „დიდი ოცეულის“ წარმატებული თავმჯდომარეობა უსურვა.
„ამ პლატფორმაზე [დიდი ოცეული] გამოვაცხადე "სამშვიდობო ფორმულა" და ახლა მის განხორციელებაში ინდოეთის მონაწილეობის იმედი მაქვს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ინდოეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა გაერო-ში ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.


