Accentnews.ge
პუტინმა მედვედევი ახალ თანამდებობაზე დანიშნა

პუტინმა მედვედევი ახალ თანამდებობაზე დანიშნა

26/12/2022 15:50:30 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედრო ინდუსტრიულ კომისიაში (MIC) უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი შეიყვანა. შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

მედვედევმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა.

სამხედრო სამრეწველო კომისია არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც შექმნილია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო პოლიტიკის ორგანიზებისთვის, თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების სამხედრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში. მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S