
კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
28/10/2019 04:35:18 სხვა, მსოფლიო
კალიფორნიის შტატში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შტატის გუნერნატორ გეივინ ნიუსომის განცხადებით, შტატის ხელისუფლება ხანძართან საბრძოლველად ყველა არსებულ რესურსს იყენებს: ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 3 000 ადამიანი იღებს მონაწილეობას.
შტატიდან 200 000 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.