სამხრეთ კორეამ მის საჰაერო სივრცეში ჩრდილოეთიდან დრონების შეჭრის შესახებ განაცხადა
26/12/2022 13:08:31 მსოფლიო
სამხრეთ კორეამ რამდენიმე ჩრდილოეთკორეული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ორ ქვეყანას შორის სადემარკაციო ხაზის კვეთის შესახებ განაცხადა.
სააგენტო "რონჰაპის" მონაცემებით, დრონები ერთ-ერთი საზღვრისპირა პროვინციის გარდა, სეულის სიახლოვესაც შენიშნეს.
ცნობილია, რომ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოჩნდა. შეეძლოთ თუ არა მათ სამხედრო საფრთხის შექმნა - არ კონკრეტდება. თუმცა სამხრეთკორეელმა სამხედროებმა საპასუხოდ ჰაერში ავიაცია აუშვეს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოიერიშე სეულიდან 140 კმ-ში ჩამოვარდა, ორივე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.
ინციდენტის შედეგად ქიმფხოსა და ინჩხონის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები შეწყდა.
მანამდე აშშ-მა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სანქცირებულ პირებს პირდაპირი კავშირი აქვთ ბალისტიკური რაკეტების შექმნის უკანონო ჩრდილოეთკორეულ პროგრამასთან.
- ახალი სანქციები ჩრდილოეთ კორეაში ნოემბერში ბალისტიკური რაკეტების გამოცდის საპასუხოდ დაწესდა. საუბარია კონტინენტთაშორის რაკეტაზე, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა ძალუძს.
- სამხედროებისადმი მიმართვაში ჩრდილოეთკორეელმა დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ "ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს უმძლავრეს ბირთვულ სახელმწიფოს უნდა იქცეს".
- გაერო ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების გამოცდას უკრძალავს, თუმცა წლის დასაწყისიდან უკვე 60-ზე მეტი მსგავსი გამოცდა ჩატარდა.


