
ოზურგეთში, ავეჯის ერთ–ერთ საამქროში ხანძარი გაჩნდა
26/12/2022 11:53:33 საზოგადოება
ოზურგეთში, ავეჯის ერთ–ერთ საამქროში ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობის პრობლემის გამო გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
როგორც საამქროს ერთ–ერთი მფლობელი ამბობს, საუბარია დაახლოებით 40 000 ლარის ზარალზე, რაც სარეალიზაციო ავეჯის და მასალების დაზიანებას გულისხმობს.