
ალასანია: "არ მიფიქრია, რომზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მივმართო, მას ხალხი მიმართავს და ვფიქრობ, ეს საკმარისია"
26/12/2022 09:56:03 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, იგი არ აპირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
„არ ვიცი, ჩემი თხოვნა რა საჭიროა? სალომე ზურაბიშვილთან ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს. ამ ადამიანს ყველანაირი უფლება აქვს, რომ გადადგას ეს ნაბიჯი და ჩემი მიმართვა რას შეცვლის? არ მიფიქრია, რომ სალომე ზურაბიშვილს მივმართო. მას ხალხი მიმართავს და ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია“, - განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის დედის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პატრიარქთან გაგზავნილ წერილში ილია მეორეს აღსაყდრება მიულოცა.
„პატრიარქთან გაგზავნილ წერილში მე რამდენადაც ვიცი, მას აღსაყდრება მიულოცა. გუშინ, 25 დეკემბერს მიულოცა, მეტი არაფერი“, - აცხადებს ალასანია.
როგორც ალასანია ამბობს, იგი მადლობელია იმ ადამიანების, ვინ საპროტესტო აქციებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მართავს.