
ბელარუსში რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღი განალაგეს
26/12/2022 09:14:09 მსოფლიო
ბელარუსში რუსეთის მიერ მიწოდებული „ისკანდერის“ ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და С-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად არიან დასახული ამოცანების შესასრულებლად, - ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ლეონიდ კასინსკიმ განაცხადა.
„ჩვენმა სამხედროებმა, ეკიპაჟებმა დაასრულეს წვრთნა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივ საბრძოლო მომზადების ცენტრებში. ამ ტიპის იარაღები საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ და ისინი მზად არიან, შეასრულონ ამოცანები დანიშნულებისამებრ“, - აცხადებსკასინსკი.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი „ისკანდერის“ სისტემა განთავსდა ბელარუსში.