მიხეილ ხოდორკოვსკი: "სააკაშვილის ციხეში გამომწყვდევა სირცხვილია!"
26/12/2022 07:33:51 პოლიტიკა
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ინტერნეტ-პუბლიკაციას აქვეყნებს.
«სააკაშვილის ფანი არ ვარ, მაგრამ ახლა ის პოლიტპატიმარია და მის მხარეს ვარ. ბავშვობიდან მახსოვს ჩემი აღქმა საქართველოს მაცხოვრებლებისა, როგორც უაღრესად კეთილი ადამიანების, რომლებიც არაფრით ჰგვანან სტალინსა და ბერიას. სააკაშვილის ციხეში გაომწყვდევა უბრალოდ სირცხვილია!», – წერს ხოდორკოვსკი.
ცნობისთვის: სააკაშვილმა რუს იურისტს, Youtube-არხის წამყვან მარკ ფეიგინს წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნავს, რომ პუტინს მისი ციხეში მკვლელობა აქვს ნაბრძანები. თავის მხრივ, ფეიგინმა განაცხადა, რომ გააჩნია სააკაშვილის გადარჩენის გეგმა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ხოდორკოვსკიმ საქართველოში რუსული ჯარის შემოყვანასა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი დაუჭირა. პატიმრობაში ყოფნისას ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ «სააკაშვილმა, რომელსაც დასავლეთის იმედი ჰქონდა, გადაწყვიტა, 2008 წელს სამხედრო ოპერაცია აშშ-ის სანქციის გარეშე ჩაეტარებინა და ამ ავანტიურაში მათი მხარდაჭერის კუთხით საკუთარი შანსები გადააფასა».


