Accentnews.ge
პოდოლიაკი: "უკრაინა პუტინისთვის სასიკვდილო განაჩენია"

პოდოლიაკი: "უკრაინა პუტინისთვის სასიკვდილო განაჩენია"

26/12/2022 06:17:28 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ მოიგებს ამ ომს, მაგრამ უკრაინა მისთვის სასიკვდილო განაჩენია.

"პუტინი საკუთარ ილუზიურ სამყაროში ცხოვრობს და არ ესმის უკრაინაში დაწყებული ომით გამოწვეული ვითარება. რუსული საზოგადოება და სამხედროები იმავე მოჩვენებით სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ მათ ასევე ესმით, რომ საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის. სამხედროებს კი, პირველ რიგში, ესმით, რომ რეალურად მათი ქვეყანა გაძარცვულია. მათ ესმით, რომ მსოფლიოს მეორე არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს, არ არსებობს. მათ ესმით, რომ უკრაინაზე თავდასხმა ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ამ ომს და ეს იქნება ის, რაც მათ აბსოლუტურად არ მოეწონებათ“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S