Accentnews.ge
ზელენსკი: "მტერი შეეცდება, უახლოესი დღეები ჩვენთვის ბნელ და რთულ დროდ აქციოს"

ზელენსკი: "მტერი შეეცდება, უახლოესი დღეები ჩვენთვის ბნელ და რთულ დროდ აქციოს"

26/12/2022 06:14:12 მსოფლიო

სულ რამდენიმე დღე დარჩა ამ წლის დასრულებამდე. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი შეეცდება ეს დრო ჩვენთვის ბნელ და რთულ დროდ აქციოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სიბნელე ხელს ვერ შეუშლის უკრაინას ოკუპანტების დამარცხებაში.

“რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო. მაგრამ ის ცდილობს აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტებში ღვარძლის გამოწვევით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შემდეგ. ვიცი, რომ სიბნელე ხელს ვერ შეგვიშლის ოკუპანტების დამარცხებაში, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკვე 5500-ზე მეტი „უძლეველობის პუნტი“ გაიხსნა.

„გთხოვთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და იყავი მზად სხვების დასახმარებლად. როცა უკრაინელები ერთად არიან, როცა უკრაინელები ერთმანეთის მადლიერნი არიან, ვერ დაგვამარცხებენ. დაე, ყოველთვის ასე იყოს! ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ!“- აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S