პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზეზი დაასახელა
26/12/2022 06:13:23 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზეზი არის „მოსკოვის ოპონენტების“ პოლიტიკა, „რომელიც მიზნად ისახავს ისტორიული რუსეთის დაშლას“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა გადაცემაში „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“.
„დაყავი და იბატონე. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ამის გაკეთებას და ახლაც ცდილობენ. ჩვენი მიზანი კი სხვაა - გავაერთიანოთ რუსი ხალხი... მჯერა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოქმედებთ, ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, - თქვა პუტინმა.
კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა მოილაპარაკოს "ყველა მონაწილესთან უკრაინასთან ომის მისაღებ შედეგებზე". "მაგრამ ეს მათი საქმეა - ჩვენ ხომ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, არამედ ისინი", - დასძინა პუტინმა.
გარდა ამისა, პუტინის თქმით, ის ბოლო თვეების მოვლენებმა დაარწმუნა, რომ რუსების 99,9% მზადაა „დათმოს ყველაფერი“ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა პუტინის სიტყვებთან დაკავშირებით "ტვიტერში" დაწერა, რომ კრემლს არ სურს მოლაპარაკება და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს. „რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და კლავს მის მოქალაქეებს. არ არსებობს სხვა "ქვეყნები, მოტივები, გეოპოლიტიკა", - თქვა მან.
მანამდე ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტის საჯარო გამოსვლების განახლება შეიძლება, მიუთითებდეს იმაზე, რომ მას უფრო მეტად აწუხებს რუსეთში საკუთარი პოპულარობასა და იმიჯი.
და The Wall Street Journal ამერიკელ, ევროპელ და რუს ოფიციალურ პირებსა და კრემლთან დაახლოებულ პერსონებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესახებ ცნობებს დაგვიანებით და ცენზურის შემდეგ იღებს.


