Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან

26/12/2022 06:10:31 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 5 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან, რომელიც დონბასში ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 1 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. მოწინააღმდეგე ცეცხლსასროლი იარაღით, არტილერიითა და ტანკებით უტევდა სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 5 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 9 მართვის პუნქტი და პირადი შემადგენლობის თავმოყრის 2 რაიონი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S