
რუსეთის სიღრმეში, "ენგელსის" სამხედრო აეროდრომზე კვლავ შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
26/12/2022 05:55:38 მსოფლიო
რუსეთის სიღღმეში, ფრონტის ხაზიდან ასეული კილომეტრის დაშორებით – სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე აეროდრომზე აფეთქებები მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.
სტრატეგიული აეროდრომის „ენგელს 2“-ის ტერიტორიაზე განგაშის სიგნალების ხმა ისმოდა.
გარდა ამისა, თვითმხილველების თქმით, აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.
მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ 26 დეკემბერს, მოსკოვის დროით 01:35 საათზე, სარატოვის რეგიონში, "ენგელსის" სამხედრო აეროდრომთან მიახლოებისას დაბალ სიმაღლეზე მფრენი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უწყების განმარტებით, ტექნიკური პერსონალი – სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ამ დროს აეროდრომზე იმყოფებოდნენ, ფრაგმენტების ჩამოვარდნისას დაიღუპა.
უწყება ამტკიცებს, რომ საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა.
ეს არ არის პირველი ინციდენტი "ენგელსის" სამხედრო აეროდრომზე. ანალოგიური ფაქტო 5 დეკემბერსაც მოხდა.
იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში