Accentnews.ge
„თალიბანი“ ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს

„თალიბანი“ ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს

25/12/2022 12:51:26 მსოფლიო

„თალიბანის“ ახალი განკარგულებით, ავღანეთში არასამთავრობო ორგანიზაციებში ქალებს მუშაობა აეკრძალებათ. ამის შესახებ Reuters-ი თალიბანის მთავრობის ეკონომიკის სამინისტროს წერილზე დაყრდნობით იტყობინება.

ავღანეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალი თანამშრომლების დიდი ნაწილი ჰიჯაბს არ ატარებდა და ე.წ. დრესკოდს არ იცავდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ კანონის დამრღვევ ნებისმიერ NGO-ს ავღანეთში მუშაობის ლიცენზიას ჩამოართმევენ.

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ, „თალიბანის“ გადაწყვეტილებით, ავღანეთში გოგონებს სწავლა აეკრძალათ. სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა, მათ შორის აშშ-მა განაცხადეს, რომ "თალიბანმა" უნდა შეცვალოს პოლიტიკა ქალთა განათლებასთან დაკავშირებით, სანამ ქვეყნები განიხილავენ "თალიბანის" ადმინისტრაციის ოფიციალურად აღიარებას.

"თალიბანი" მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღიარებულია ტერორისტულ მოძრაობად, მათ შორის რუსეთში, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება თალიბანთან კონტაქტებს ოფიციალურ დონეზე ინარჩუნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S