რუსეთის მოქალაქეს, რომელიც უკრაინის მხარეს საბრძოლველად წასვლას ცდილობდა, ოთხი წელი მიუსაჯეს – მედია
23/12/2022 19:21:59 მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ ვოლგოგრადის 22 წლის მკვიდრ მაქსიმ დმიტრიენკოს 4 წლიანი სასჯელი განუსაზღვრა უკრაინის მხარეზე საბრძოლველად წასვლის მცდელობისთვი,– წერს რუსული გამოცემა "Медиазона".
პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.
ახალგაზრდა კაცი აპრილში რუსეთის ФСБ –ს მოთხოვნით დააკავეს. მაშინ ოფიცილურ დონეზე განაცხადეს, რომ ის აპირებდა უკრაინაში წასვლას და „შეიარაღებული ფორმირების რიგებში გაწევრიანებას".
დიმიტრიენკო, რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, სამი წლის განმავლობაში მსახურობდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში და გაწვრთნილი იყო მსროლელად. ტელეგრამ–არხ „112“-ის ცნობით, მამაკაცი უკრაინული „აზოვის“ მებრძოლებთან კავშირს ინარჩუნებდა და პარიზში უკრაინის საელჩოს მიმართა, რათა წასულიყო „კიევის მხარეს საბრძოლველად“, მაგრამ უარი მიიღო.
შემდეგ, როგორც "112" აღნიშნავს, დიმიტრიენკომ თავად შეიძინა აღჭურვილობა წარუმატებლად ცდილობდა უკრაინაში შესვლას "ევროპის ქვეყნების გავლით", რის შემდეგაც იგი ესტონეთის გავლით რუსეთში დაბრუნდა. ვოლგოგრადისკენ მიმავალ გზაზე ის მატარებლიდან ჩამოსვეს და დააკავეს.
მანამდე უკრაინის ბრიანსკისა და კრასნოიარსკის სასამართლოებმა ორი რუსი გაასამართლეს, რომლებიც ცდილობდნენ უკრაინაში გაქცევას და იქ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად.


