Accentnews.ge
რუსეთში თეატრის დირექტორი გაათავისუფლეს შვილის ანტისაომარი განწყობის  გამო

რუსეთში თეატრის დირექტორი გაათავისუფლეს შვილის ანტისაომარი განწყობის  გამო

23/12/2022 19:03:48 მსოფლიო

რუსეთში, ნოვოსიბირსკში ალექსანდრე კულიაბინი გაათავისუფლეს სახელმწიფო თეატრის დირექტორის პოსტიდან მისი ვაჟის – ტიმოფეი კულიაბინის ანტისაომარი პოზიციის გამო.

კულიაბინი 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თეატრს. თეატრის ცნობით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს ნოვოსიბირსკის ოლქის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუმცა მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება.

ტიმოფეი კულიაბინი თეატრის ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორია რუსეთში. მიღებული აქვს ჯილდოები. 2015 წლიდან 2022 წლის აპრილამდე იყო იმავე თეატრის მთავარი რეჟისორი, რომელსაც მამამისი დირექტორობდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ტიმოფეი კულიაბინმა საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. აპრილში მან დატოვა თეატრი და რუსეთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S