Accentnews.ge
კრემლმა საკუთარ პროპაგანდისტებს მობილიზაციის ხსენება აუკრძალა – Moscow Times

კრემლმა საკუთარ პროპაგანდისტებს მობილიზაციის ხსენება აუკრძალა – Moscow Times

23/12/2022 18:47:27 მსოფლიო

რუსულ სახელისუფლებო მედიას აეკრძალა მობილიზაციის შესახებ ნებისმიერი განცხადების გავრცელება, თუნდაც ის სახელმწიფო სათათბიროდან ან ფედერალური საბჭოდან მოდიოდეს. შესაბამისი დავალება მედიამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღო,– იუწყება The Moscow Times ორ მედია–წყაროზე დაყრდნობით.

„მანამდე შეგვეძლო, გვეწერა მიმდინარე მობილიზაციაზე, შესაძლო სცენარებზე და პროგნოზებზე. ახლა ყველა პროგნოზი შეჩერებულია. მოთხოვნაში ნათქვამია, რომ ციტირება არ შეიძლება, თუნდაც ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ან სენატორმა გააკეთოს“, - განაცხადა წყარომ.

21 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რუსეთის შეიარაღებული ძალების 1,5 მილიონ ადამიანამდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ შემოთავაზებულია ჯარში კიდევ 350 ათასი ადამიანის გაწვევა. შოიგუს თქმით, ეს აუცილებელია "რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების გადაწყვეტის გარანტირებისთვის". გარდა ამისა, მან კანონმდებლებს შესთავაზა ჯარში გაწვევის ასაკის გაზრდა 18-დან 21 წლამდე, ხოლო გაწვევის მაქსიმალური ასაკის – 30 წლამდე.

რუსეთში მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინაში საომრად გასაგზავნად 300 ათასამდე ადამიანი გაიწვიეს. 31 ოქტომბერს „ნაწილობრივი მობილიზაციის ღონისძიებები“ დასრულებულად გამოცხადდა, თუმცა ვლადიმირ პუტინს შესაბამისი განკარგულებაზე ხელი არ მოუწერია მოტივით, რომ აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა უფლებადამცველებმა განმარტეს, რომ მობილიზაციის დასრულების შესახებ გამოქვეყნებული განკარგულების არარსებობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აძლევს უფლებას, ხელახლა დაიწყოს გაწვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S