Accentnews.ge
ფხენიანმა რაკეტები გაუშვა რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ბრალდებების ფონზე

ფხენიანმა რაკეტები გაუშვა რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ბრალდებების ფონზე

23/12/2022 18:11:37 მსოფლიო

სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ 23 დეკემბერს აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რამდენიმე დღით ადრე აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედროებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა შეჭრის რეპეტიციას უწოდებს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებულ შტაბში განაცხადეს, რომ რაკეტები ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანის სუნანის რაიონიდან გაუშვეს.

Reuters-ის ცნობით, იაპონიის სანაპირო დაცვამ ასევე განაცხადა ბალისტიკური რაკეტის სავარაუდო გაშვების შესახებ.

ასეთი გაშვებები არის "სერიოზული პროვოკაცია, რომელიც ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას" კორეის ნახევარკუნძულზე და მის ფარგლებს გარეთ და გაეროს რეზოლუციების აშკარა დარღვევაა– განაცხადეს სამხრეთ კორეაში და მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.

ერთი დღით ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ მიიღო იარაღის ჩრდილოეთ კორეიდან, რათა დაეხმაროს საკუთარ ძალებს უკრაინაში,–წერს AP.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის ჯონ კირბის თქმით, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ გასულ თვეში დაასრულა იარაღის, მათ შორის რაკეტების პირველი გადაზიდვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S